კონფერენცია პროფესიული ეთიკის და განგრძობადი იურიდიული განათლების შესახებ

10 ნოემბერი 2014

სასტუმროში ,, Radisson Blu Iveria " კონფერენცია  გაიმართა  სისტემური დამოკიდებულება პროფესიული ეთიკის მიმართ, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულებისათვის თემაზე, სადაც  განიხილეს მოსამართლეების, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის განგრძობადი იურიდიული განათლების მნიშვნელობა საქართველოში, სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა ეთიკური სტანდარტების ამაღლების გზით, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობა პროფესიაში შესვლის ეტაპზე. კონფერენცია გახსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატთა ასოციაციის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროკავშირის და USAID ის პროექტების მხარდაჭერით. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი