საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი აცხადებს კონკურსს კომიტეტის შემადგენლობაში შემავალი ადვოკატების შერჩევის მიზნით.
სისხლის სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სისხლის და საერთო სპეციალიზაციით, სასურველია კანდიდატებს გააჩნდეთ კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
წევრი ადვოკატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, წარმოდგენილი ავტობიოგრაფიების საფუძველზე.
საბუთების მიღება გრძელდება 9 მარტის ჩათვლით, არჩევნები გაიმართება 13 მარტს 10:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის ოფისში მის.: ძმ. ზუბალაშვილების 36
საბუთების მიღების ბოლო ვადაა ა/წ 28 თებერვალი. გთხოვთ წერილში მიუთითოთ საკონკურსო განაცხადი სისხლის სამართლის კომიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საბუთები (ავტობიოგრაფია) და განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე b.basharadze@gba.ge
კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება.