კონკურსი

17 თებერვალი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი აცხადებს კონკურსს კომიტეტის შემადგენლობაში შემავალი ადვოკატების შერჩევის მიზნით.

სისხლის სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სისხლის და საერთო სპეციალიზაციით, სასურველია კანდიდატებს გააჩნდეთ კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

წევრი ადვოკატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, წარმოდგენილი ავტობიოგრაფიების საფუძველზე.

კონკურსი გაიმართება 2014 წლის 3 მარტს, 10:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის ოფისში მის.: ძმ. ზუბალაშვილების 36

საბუთების მიღების ბოლო ვადაა ა/წ 28 თებერვალი. გთხოვთ წერილში მიუთითოთ საკონკურსო განაცხადი სისხლის სამართლის კომიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საბუთები (ავტობიოგრაფია) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე b.basharadze@gba.ge

 

კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი