კონკურსი ტრენინგზე დასასწრებად

19 ნოემბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს  ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგზე დასასწრებად!

ტრენინგის თემაა - კანონთან კონფლიქტში მყოფ, დაზარალებულ და მოწმე ბავშვთა დაკითხვა/გამოკითხვა.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, რომლებიც ლიცენზირებული არიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
**განაცხადი

** სამოტივაციო წერილი.



გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, თუ რატომ არის თქვენთვის საინტერესო ტრენინგის თემა.

შერჩევა წარმოებს ერთ ან/და ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა სამოტივაციო წერილზე დაყრდნობით;
2. გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
შერჩეული ადვოკატები გაივლიან ოთხ დღიან სიღრმისეულ და ინტენსიურ ტრენინგს - კანონთან კონფლიქტში მყოფ, დაზარალებულ და მოწმე ბავშვთა დაკითხვა/გამოკითხვაზე.

 

კონკურსის წესით შეირჩევა და ტრენინგზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ 20 ადვოკატი.

დასწრება სავალდებულოა ოთხივე დღეს!
სერტიფიკატი გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგს დაესწრებიან სრულად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.11.2018-ის, 18:00 სთ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე:  a.goderdzishvili@gba.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტენსიური კურსი“ - წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი