კომიტეტების შემაჯამებელი სხდომა

14 სექტემბერი 2018

14 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და აღამასრულებელი მდივანი კომიტეტების ხელმძღანელებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს 2018 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია. ასევე, დასახეს სამომავლო მუშაობის მიმართულები.

 

გამოითქვა მოსაზრება, რომ განახლდეს კომიტეტების შემადგენლობები, რათა კიდევ უფრო მეტ  დაინტერესებულ ადვოკატს მიეცეს ასოციაციის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა.

 

„მსურს, გამოვხატო მადლიერება კომიტეტების თითოეული წევრის მიმართ, რადგანაც ისინი უსასყიდლოდ მუშაობენ და ემსახურებიან ისეთი საკითხების მოგვარებას, რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის სიძლიერისთვის. 2018 წელს კომიტეტების მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდა და თვისებრივად ახალ ფორმატში გადავიდა. ასოციაციის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის დამუშავება ბოლო ეტაპზეა და მისი დამტკიცების შემდეგ კომიტეტებს კიდევ უფრო დიდი როლი დაეკისრებათ სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში.“ - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი