სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, „ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის“ მხარდაჭერით, იწყებს ტრენინგების ახალ ციკლს შემდეგ თემებზე:
- პროფესიული ეთიკა 2018 (ონლაინ კურსი) - თორნიკე ბაქრაძე და ანა ხურციძე
- საგადასახადო სამართალი (ონლაინ კურსი) - ზვიად როგავა
- სახელშეკრულებო სამართალი (ონლაინ კურსი) - ნათია გუჯაბიძე
- კონკურენციის სამართალი - თინათინ გუგუნავა და სხვა ToT გავლილი ტრენერები
- სამეწარმეო სამართალი - ირაკლი ადეიშვილი და სხვა ToT გავლილი ტრენერები
- მორალური ზიანის ანაზღაურება - მარინე ლონდარიძე
- ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით - ტარიელ კაკაბაძე
- საბანკო სამართლის აქტუალური საკითხები - მარი ნიქაბაძე
- სასაქონლო ნიშნები - ნიკოლოზ გოგილიძე
თითოეულ თემაზე შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს თემიდან გამომდინარე ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. ტრენინგების კალენდართან დაკავშირებულ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ.
წინასწარ გიხდით მადლობას თემით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!