იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

14 აგვისტო 2014

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანი სამართლის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სამინისტროში, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ეკატერინე მრულიშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი და ადვოკატთა ასოციაცია ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ იურიდიული მიმართულების ტრენინგებს, სემინარებსა და სამეცნიერო კონფერენციებს. ითანამშრომლებენ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარების კუთხით,  საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციას საშუალება მიეცემა, გამოიყენოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის რესურსი, მათ შორის, თბილისისა და ყვარლის ოფისები. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი