იუსტიციის სამინისტროში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კანონპროექტის შესახებ შეხვედრა გაიმართა

17 ივლისი 2018

17 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლისა და კონკურენციის და კომერციული სამართლის კომიტეტების წევრ ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - მიხეილ სარჯველაძემ გახსნეს. 

 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ის საკითხები, რომელიც გადახდისუუნარობის მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებებს ეხება და იმსჯელეს იმ მთავარ პოზიტიურ ასპექტებზე, რომელიც გათვალისწინებულია შემოთავაზებული კანონის პროექტით.

 

მიხეილ სარჯველაძემ   ყურადღება გაამახვილა ადვოკატების განსაკუთრებულ როლზე, განსხვავებულად დაინახონ კანონპროექტი იმპლემენტაციის პროცესში და შესთავაზა ადვოკატთა ასოციაციას, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგაც ადვოკატებმა დროულად აცნობონ სამინისტროს იმ ხარვეზების შესახებ, რაც პრაქტიკაში წარმოიქმნება.

 

დავით ასათიანმა, ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, გამოთქვა სრული მზადყოფნა როგორც კანონის პროექტის განხილვის, ასევე მისი სწორად იმპლემენტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

 

შეხვედრის დასასრულს იუსტიციის სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვასთან, ასევე სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან.

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი