იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო

23 იანვარი 2015

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2009-2013 წლების მანდატის ეთიკის კომისიის წევრები და იურისტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბატონი იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. 2009 წელს საქართველოს ადვოკატთა კორპუსმა ბატონი იური ვაზაგაშვილი აირჩია ეთიკის კომისიის წევრად. ბატონი იური ღირსეულად, პროფესიულად მოღვაწეობდა კომისიაში, მისი მოსაზრებები და ჩართულობა ყოველთვის გამორჩეული და ფასეული იყო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბატონი იურის პრინციპულობა, საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება და ის გამორჩეული პიროვნული თვისებები, რომელიც დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის. გვიმძიმს, სიტყვებით გადმოვცეთ ის გულისტკივილი და განცდა, რომელიც ბატონი იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებითაა გამოწვეული და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს. მარინე კვაჭაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი; ზურაბ ძლიერიშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი; ეკატერინე გასიტაშვილი, ადვოკატი; ცირა შუბითიძე, ადვოკატი; ირაკლი კორძახია, ადვოკატი; კობა ბოჭორიშვილი, ადვოკატი; გიორგი ბეგიაშვილი, ადვოკატი; დავით კაკაბაძე , ადვოკატი; კახაბერ წერეთელი, ადვოკატი; არჩილ კბილაშვილი, ადვოკატი; გიგა კვერენჩხილაძე, ადვოკატი; ემზარ პაქსაძე, ადვოკატი; ლავრენტი ქავთარაძე, ადვოკატი; ირაკლი შონია, ადვოკატი; დავით კვაჭანტირაძე, ადვოკატი; თამარ ხუბულური, იურისტი; ანა შალამბერიძე, იურისტი ; ნინო ცუხიშვილი, იურისტი; მარი ჩოხელი, იურისტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი