ბოლო წლებში იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) წევრთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
დღეს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 80 000 –ზე მეტი სხვადასხვა იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი, 190 ადვოკატთა გაერთიანება და იურიდიული საზოგადოება.
2011 წელს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ გახდა ამ ორგანიზაციის წევრი-ქვეყანა.
იურისტთა საერთაშორისო ასოციაციაში (IBA) გაწევრიანება წევრებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შემდეგი შეღავათებით :
- შემცირებული გადასახადით მონაწილეობა მიიღინ საერთაშორისო დონის კონფერენციებზე - ყოველწლიურად იურისტთა საერთაშორისო ასოციაცია (IBA) ატარებს სხვადსხვა ქვეყანაში 55 სპეციალურ კონფერენციას.
- ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით IBA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ვაშინგტონში, რომელიც გაიმართება 2016 წლის 18-23 სექტემბერს.
- პერიოდულად მიიღინ იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) უახლესი პუბლიკაციები, როგორიცაა IBA-ს გლობალური ხედვა, კომიტეტის საინფორმაციო ბიულეტენი და ჟურნალები
- ისარგებლონ იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) სამართლის რესურსების ვრცელი ონლაინ ბიბლიოთეკით
ყველა, ვინც 2016 წლის 31 აგვისტომდე გაწევრიანდება „იურისტთა საერთაშორისო ასოციაციაში“, მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში; გამარჯვებული კი უფასოდ დაესწრება ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც წელს გაიმართება ვაშინგტონში.
შესავსები ფორმა
file:///C:/Users/User/Downloads/Membership%20application%20form%202016%20-%20do%20not%20delete.pdf
სრული ინფორმაცია იხილეთ ლინკზე
http://www.ibanet.org/Join_the_IBA/Why_join_the_IBA.aspx
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 2 22 46 54
ან მიწერეთ ელექტრონულ მეილზე : joanna.budzowska-gawlak@int-bar.org