2016წლის19-21 მაისს, ქ.ბარსელონაში გაიმართება იურისტთა მსოფლიო ასოციაციის კონგრესი, თემაზე: „ინტერნეტი: გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“«The Internet: ChallengestoPeace and Freedom».
კონგრესის ორგანიზატორი და მხარდამჭერია იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ესპანეთის ხელმძღვანელობა; ასევე, ორგანიზატორები არიან „ბარსელონის ადვოკატთა პალატა“, „გერმანიის და ესპანეთის ასოციაცია კულტურისა და ეკონომიკის დარგში“(HISPALEM), „ფონდი კატალონიის სამოქალაქო საზოგადოება 2005“ და „ესპანეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
კონგრესზე განხილული იქნება ახალი ტექნოლოგიების მიმდინარე მდგომარეობა, განვითარების რა დონეზეა ყველაზე მოწინავე სამართლებრივი სისტემები ამ სფეროში; ასევე, ინტერნეტის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და რა ახალი დაბრკოლებები/ პერსპექტივებია მოსალოდნელი ამ ახალ ეპოქაში.
ყველა მონაწილეს ექნება დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა.
საქართველოსთვის დაწესდა სპეციალური ფასები:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის კონგრესზე დასწრების ღირებულება შეადგენს 200 ევროს (ამ ფასში შედის რეგისტრაცია, კოკტეილი, შესვენება ყავაზე, ლანჩი და სერტიფიკატი). სტუდენტებისთვის რეგისტრაციის და კონგრესზე დასწრების თანხა შეადგენს 55 ევროს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი.
კონგრესზე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით http://www.wjaspain.com/.
დამატებით კითხვებზე შეგიძლიათ მიმართოთ მეილზე : wja@worldjurist.org