თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია საქართველოში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებით დაინტერესდა

14 ივლისი 2014

თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში იმყოფებოდა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს და აღმასრულებელი საბჭოს წევრს, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს დავით ასათიანს  შეხვდა. შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების სისტემით, ასევე ასოციაციის საქმიანობით და სამომავლო გეგმებით.
ვიზიტის დასასრულს გადაწყდა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია  მჭიდროდ ითანამშრომლებს თურქ კოლეგებთან, რაც გამოიხატება  ერთობლივი სემინარების ორგანიზებასა  და  პრაქტიკის  გაზიარებაში. დაიწყება ორმხრივი მუშაობა თურქეთში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ქართული მოდელის დანერგვისთვის. 
შეხვედრაზე  ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებიც განიხილეს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი