17 ნოემბერს სასტუმროში ,,ვერე პალასი“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სომხეთისა და გერმანიის ფედერალურ ადვოკატთა პალატებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს და პრობლემურ საკითხებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა ჰანს-ულრიჰ ვესელსმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელიმა (IRZ) ტერეზა ტალჰამერმა. გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის აღმასრულებელი დირექტორმა ვერონიკა ჰორერმა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა იმსჯელეს: ადვოკატურის თვითმმართველობა გერმანიაში – გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა და საერთო კრების ორგანიზაციული მოწყობა და ფუნქციები, ადვოკატურის თვითმმართველობა გერმანიაში – ადვოკატთა რეგიონალური პალატების მოწყობა და ფუნქციები, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ამოსავალი მდგომარეობა და სამართლებრივი ჩარჩო-პირობები, ადვოკატურის სიტუაცია და აქტუალური გამოწვევები, სომხეთის ადვოკატთა პალატის ამოსავალი მდგომარეობა და სამართლებრივი ჩარჩო-პირობები, ადვოკატურის სიტუაცია და აქტუალური გამოწვევები.
მრგვალი მაგიდა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მხარდაჭერით გაიმართა.