საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. მან განაცხადა ,,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე საკონსულტაციოდ მიგვიწვია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კანონით არ ევალებოდა კონსულტაციების გავლა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გამოსვლისას დავაფიქსირე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს თვმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური, განათლებული, პრინციპული და სუფთა წარსულის მქონე პირვნება. რასაც მთლიანობაში ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩემი აზრით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ჩააგდებს პრეზიდენტის მიერ კონსულტაციების გზით შერჩეულ კანდიდატს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია მმართველი კოალიციისთვის. სამოქალაქო საზოგადოებას მინდა გავახსენო, თუ როგორ გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურორის დანიშვნის დროს. ირაკლი ღარიბაშვილმა ისე დანიშნა მთავარ პროკურორად ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ფარცხალაძე არავისთვის არ უკითხავს აზრი. მიუხედავად იმისა, რომ კანონით იყო ვალდებული იუსტიციის მინისტრთან შეეთანხმებინა მთავარი პროკურორის კანდიდატურა".