25 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილი განაჩენი პრესკონფერენციაზე გააპროტესტა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით : ,,მოსამართლე ლილი მსხილაძემ დაარღვია სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, გამოიტანა საოცარი განაჩენი და პოლიციელის მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ჩადენილი, ჩემი შეფასებით, წამების ფაქტი შეაფასა 10 000 ლარიანი ჯარიმით“.
2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ 10000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.