ბრიუსელში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE)-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, CCBE-ის ადამიანის უფლებათა ძალზედ საპატიო ჯილდოს 2017 წლის მფლობელად ზაზა ხატიაშვილი დაასახელა. ჯილდოს ოფიციალური გადაცემა ნოემბერში, CCBE-ის პლენარულ სესიაზე, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.
ჯილდოს გადაცემა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელიწადში ერთხელ ხდება.
ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.