ზაზა ხატიაშვილის მიმართვა!

1 ივლისი 2015

პატივცემულო კოლეგებო, ადვოკატების დევნამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი, დღე არ გავა, ადვოკატს არ მიაყენონ შეურაცხყოფა.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გადავედი ადვოკატთა უფლებების დაცვის ბრძოლის რეჟიმში, რასაც უნდა მოჰყვეს დიდი საპროტესტო აქციები, სხვაგვარად ხელისუფლებას არ სურს შეიგნოს, თუ როგორ უნდა მოექცეს ადვოკატს. ამ კვირაში ქუთაისიდან დავიწყებ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ადვოკატებმა ავირჩიეთ საპროტესტო აქციების ფორმა,  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას როგორ უნდა მოეპყრან ადვოკატს. ჩვენს რიგებში არიან ადვოკატები (სულ ერთი პროცენტი საერთო რაოდენობიდან ), რომელსაც ხელისუფლება დაგვიპირისპირებს, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი პროფესიის გაძლიერებისთვის.

 ადვოკატებთან შეხვედრის გრაფიკი: 
 2 ივლისი 11:00 საათი. ქ.ქუთაისი, ადვოკატთა ასოციაციისრეგიონალური  ოფისი  მის: ნ.დუმბაძისქ. №8 ( ყოფილი  ნინოშვილის ქ.№8 )

 3 ივლისი 16:00 საათი   ქ. ბათუმი, ადვოკატთა ასოციაციის რეგიონალური  ოფისი. მის: სარაჯიშვილის 22.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი