პატივცემულო ადვოკატებო,
მოგესალმებით დიდი პატივისცემით. მინდა მოგილოცოთ ბათუმის ოფისის შეძენა, რომელიც ჩემი და თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო. ჩემო მეგობრებო, ბათუმის ოფისი თითოეულ ადვოკატს მოემსახურება. ოფისს აქვს ტრენინგ ცენტრი და კომპიუტერების ოთახი. ადვოკატს, რომელსაც არ გააჩნია კომპიუტერი ან ინტერნეტი, შეუძლია მიბრძანდეს და იმუშაოს. ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია გამართოს პრესკონფერენცია ოფის–მენეჯერის დახმარებით. ასევე, გამართონ შეხვედრები და განიხილონ საჭირბოროტო საკითხები .
პატივცემულო კოლეგებო, ფინანსური სახსრების უქონლობის გამო, ვერ მოხერხდა ბათუმის ოფისის პომპეზური გახსნა, შესაბამისად ბათუმში მოღვაწე ადვოკატები ვერ მოგიწვიეთ ოფისის გახსნაზე რისთვისაც გიხდით ბოდიშს . უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრა ბათუმში და ერთად განვიხილავთ ყველა იმ საკითხს თუ წინადადებას რაც მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის განვითარებისთვის.
ბათუმის ოფისის მისამართია ქ.ბათუმი სარაჯიშვილის # 22
ტელ: 422 292902
დიდი პატივისცემით,
ზაზა ხატიაშვილი