თანამემამულენო!
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივესალმები სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის, როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიუღებელი კანდიდატების, საქართველოსთვის დაბრუნებას.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პირდაპირ ვადანაშაულებ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და იუსტიციის მინისტრს წულუკიანს, იმ სირცხვილში რაც განიცადა საქართველომ. ეს არის ფაქტიურად საქართველოს ბანანის რესპუბლიკების გვერდით დაყენება.
გილოცავთ ყველა მოქალაქეს ამ დიდი გამარჯვებას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვება, რომელმაც არ დაუშვა ხელისუფლების კანდიდატის დანიშვნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ. სააკაშვილის რეჟიმმა და ბიძინა ივანიშვილის ,,ფეოდალურმა“ ხელისუფლებამ საქართველოში მოკლეს სამართლიანი სასამართლო და მოახდინეს მთელი სასამართლო სისტემის „მურუსიზაცია“ სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ აჩვენა, რომ გამარჯვების მიღწევა ყოველთვის იქნება შესაძლებელი თუ იბრძოლებ პატიოსნად, არ შეეკვრები არცერთ ხელისუფლებას და იქნები პრინციპული შენი იდეების. ჩვენ გავხდით სახელმწიფო, აზერბაიჯანთან ერთად, ვისაც სტრასბურგის სასამართლოში წარდგენლი მოსამართლეეების კანდიდატები უკან დაუბრუნეს. თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ ცრუობს, რომ ჩვენ გვაბრალებს სიის დაბრუნებას. სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის დანიშვნის ძირითადი კრიტერიუმია მოსამართლეობის კანიდიდატის მაღალი ზნეობრივი და მორალური რეპუტაცია. ზაზა ხატიაშვილმა დავუშალე წულუკიანს სტრასბურგის სასამართლოში არ წარედგინა ანა დოლიძე? რომელსაც ჰქონდა გაცილებით მაღალი შეფასება ვიდრე ევა გოცირიძეს. სამოქალაქო საზოგადოებას მოეხსენება, ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს და გავაფრთხილე, რომ წავიდოდი სტრასბურგში და ვიშიმშილებდი თუ მთავრობა წარადგენდა ევა გოცირიძის კანდიდატურას. ჩემი აქცია სტრასბურგში წინასწარ მქონდა დაანონსებული თუ ხელისუფლება წარადგენდა ევა გოცირიძეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ვინაიდან მას გასდის ყველანაირი უკანონობა საქართველოში, ეს გაუვიდოდა სტრასბურგში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მივაღწიეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმის დამტკიცებას, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი კანდიდატები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით შერჩეულნი, რაც დიდი გამარჯვებაა.
მინდა პასუხი გავცე საქართველოს ბედნიერი იუსტიციის მინისტრის განცხადებას. თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის სავარძელის დასაკავებელად წარდგენილი სიის უკან დასაბრუნებლად იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა”.
მინდა, სამოქალაქო საზოგადოებას განვუმარტო, რომ კომისიის სხდომამდე ერთი თვით ადრე, ზაზა ხატიაშვილმა მოვითხოვე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის სანდრო ბარამიძის ამოღება გასაუბრების სიიდან, ვინაიდან იგი ბრძანდებოდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო იუსტიციის მინისტრი იყო კომისიის თავმჯდომარე, ასევე კომისიის სამდივნო იყო დაკომპლექტებული იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც გასაიდუმლოებული იყო. კომისიის წევრებიდან ანა ნაცვლიშვილის გარდა მხარი არავინ დამიჭირა და არ მოხდა სანდრო ბარამიძის ამოღება კანდიდატთა სიიდან. (აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებს ანა ნაცვლიშვილი, სახალხო დამცელი უჩა ნანუაშვილი და ჯავახიშვილის ინივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, რომლებიც ბრძანდებოდნენ ჩემთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კომისიის წევრები) ზაზა ხატიაშვილმა განვაცხადე კომისიის სხდომაზე, რომ ამ ფაქტს ასე არ დავტოვებდი და ვიჩივლე სტრასბურგში. ვეკითხები წულუკიანს და კვირიკაშვილს, ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი? როგორ შეიძლება იუსტიციის მინისტრი იყოს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი პირველი მოადგილე, რომელმაც არ დატოვა თანამდებობა იყოს კომისიის წინაშე კანდიდატი? უბრალო ლოგიკა ვერ გაიგეს ვერც წულუკიანმა და ვერც კვირიკაშვილმა ( საცოდავი საქართველო ამათ ხელში) სამაგიეროდ, ინტერესთა კონფლიქტი კარგად იციან რა არის ევროპის საბჭოში, სადაც წესიერი და პატიოსანი პირები მუშაობენ. წულუკიანს და კვირიკაშვილის ევროპელი დეპუტარები ქართველ დეპუტატებში აერიათ.
ნაცვლად იმისა, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მოიხადოს ბოდიში საქართველოს წინაშე იმის გამო, რომ მან და წულუკიანმა წარადგინეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატები, რითიც თავი მოსჭრეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, წულუკიანი ჩვენ გვაბრალებს თავის და კვირიკაშვილის უსუსურობას და უპრინციპობას, რაც ამაზრზენი ფაქტია.