ეთიკის კომისიამ თავმჯდომარის პოზიციაზე ადვოკატი და მედიატორი თორნიკე ბაქრაძე ერთხმად აირჩია.
ახალი თავმჯდომარე უკვე შეუდგა საქმიანობას.
"ეთკის კომისიის თავმჯდომარეობა ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეთიკის კომისიის გამართული და მაღალპროფესიონალური მუშაობა ადვოკატის პროფესიის პრესტიჟისა და ღირსების დაცვის უმნიშნელოვანესი საწინდარია." - განაცხადა თორნიკე ბაქრაძემ.
ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უცხადებს ბატონ გია ტაბლიაშვილს ეთიკის კომისიის თავმჯდომარის რანგში კომისიის საქმინობაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებებს უსურვებს მას როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში.