ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტი ალდო ბალგარელი საქართველოს მთავრობას ადვოკატების დევნის ფაქტების შესწავლას სთხოვს

6 ივნისი 2014

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა სადაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტის ალდო ბალგარელის   წერილზე ისაუბრა.

ალდო ბალგარელი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეწყდეს  ადვოკატების ირაკლი ზაქარეიშვილის, გიორგი ონიანის და ელენე ლაზარიაშვილის დევნა და პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში ხლისშეშლის ფაქტების გამო  სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. ასევე, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ადვოკატთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.  რათა დაშინების, ღირსების შელახვის და არასატანადო ჩარევის, ხელოვნურად შექმნილი  ბარიერების გარეშე შეძლონ პროფესიული უფლებამოსილების განხორციელება.

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად,  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა  საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა სათანადოდ იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტები და ეცნობოს ევროპის ადვოკატთა ასოციაციას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი