დღეს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, CCBE-ს და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელსაც 30 მაისს, CCBE-ს პლენარული სესიის ფარგლებში მოეწერა ხელი ქალაქ გდანსკში, პოლონეთი.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი.
ევრიპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE) არის მაღალი რეიტინგის ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 35 ევროპის ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას და წარმოადგენს მილიონზე მეტი ადვოკატის ინტერესს.
2008 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, დამკვირვებლის სტატუსით, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოსთან (CCBE).