ევროპის ადვოკატთა ასოციაცია თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება

15 ნოემბერი 2018

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი ეხმაურება 8-9 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს:

 

„კონფერენციის უმნიშვნელოვანესი შედეგია მონაწილეთა მიერ „ადვოკატის პროფესიის შესახებ“ ევროპული კონვენციის მხარდამჭერი განცხადების ერთხმად მიღება. ადვოკატის, როგორც სამართლიანობის, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის დამცველი პროფესიის როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭიროებს საერთაშორისო სამართლის მიერ, კონვენციის სახით, შესაბამის დაცვას...როგორც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს, მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო კონფერენციის ამ მეტად მნიშვნელოვანი განცხადების შედგენასა და მიღებაში, რომელსაც ჩვენ აქტიურად გავავრცელებთ როგორც წევრებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის“- ვკითხულობთ მარია სლაზაკის წერილში.

 

მიმართვის სრულად გასაცნობად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულებს:

წერილის ორიგინალი ვერსია

წერილის ქართულენოვანი თარგმანი

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი