4 ნოემბერს საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ცნობილ ქართველ ადვოკატს, ბატონ ქართლოს ღარიბაშვილს, რომელიც 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბატონი ქართლოსის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი კოლეგის, ადვოკატ ციცინო ცხვედიანის წერილი, რომელიც კარგად წარმოაჩენს ამ ქვეყნიდან უდროოდ წასული საუკეთესო ადამიანისა და ღირსეული ადვოკატის დამსახურებას
1987 წელს მოვიდა ქართლოსღარიბაშვილი ადვოკატურაში და ადვოკატებს გვასწავლა ადვოკატის ფასი. გვასწავლა, რომ ადვოკატი არ არის,,მკვდარზე ვენოკი", გვასწავლა, რომ ადვოკატი უნდა იყოს წესიერი და არ უნდა შევიდეს გარიგებაში მოსამართლე-პროკურორებთან, გვასწავლა, რომ ბოლონდე უნდა ვიბრძოლოთ კლიენტისათვის, გვასწავლა ხმისამოღება, შეუპოვრობა, და სიმამაცე, მოგვცა რწმენა იმისა, რომ ადვოკატი სამართალწარმოების მნიშვნელოვანიდა ანგარიშგასაწევი ფიგურაა.
მან შექმნა ადვოკატთა პირველი დამოუკიდებელი გაერთიანება ,,დამოუკიდებელ ადვოკატთა კორპორაცია",
რომელიც რამდენიმე ასეულ ადვოკატს ითვლიდა. მისი ოცნება იყო, საქართველო გამხდარიყო ადვოკატებისქვეყანა.
თავის საარჩევნო პლაკატებზე ქართლოს ღარიბაშვილს ეწერა: ,,მე არ მამძიმებს ჩემი წარსული". მას მართლაცარ ამძიმებდა თავისი სუფთა წარსული და იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პარლამენტართაგანი, რომელმაც,,რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა" საქართველოს პარლამენტიდან და ჯიბეები არ გაუსქელებია. ამიტომაც იყო, ,,სკანდალურისა" და ,,კონფლიქტურის" გარდა, სხვა ეპითეტი ვერ მოარგეს.
აღარ მინდა მეტი დავწერო. გული მტკივა.
სიუსაკუ ენდო წერდა: ,,ყოველი ადამიანი, რომელსაც შეხვედრიხარ, რომელთანაც რაიმე შეხება გქონია, ღრმა და წარუშლელ კვალს ტოვებს შენს სულში".
მე (და არა მარტო მე) ქართლოსისაგან ვისწავლე, რა დიდი პატივია იყო ადვოკატი და როგორ უნდაგაუფრთხილდე ადვოკატის სახელს.
2014 წლის 4 ნოემბერს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ქართლოსს..
მადლობა მას იმისათვის, რომ ჩვენთან იყო, ვუყვარდით და გვიყვარდა!