12 დეკემბერი - დღე, რომელიც მუდამ გვემახსოვრება

12 დეკემბერი 2018

დეკემბრის სევდიანი ამბავი თიკოს უკავშირდება. წელს პირველად დადგა მეთორმეტე თვე თიკოს გარეშე. დღეს, 12 დეკემბერს, ერთი წელი შესრულდა რაც ჩვენი თანამშრომელი თიკო ქარსელაძე მარადიულ სამყაროს შეუერთდა და დაგვიტოვა თავისი კეთილი, ადამიანური ისტორია, რომელიც არ დასრულებულა და ჩვენს მეხსიერებაში გრძელდება.

თიკოს პროფესიული წარმატების ისტორია 2005 წლიდან ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად დაიწყო. ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ქართული ადვოკატურის ისტორიაში და მისი შექმნა თიკოს სახელს უკავშირდება.
იმ დიდ სამსახურეობრივ წვლილთან ერთად, რომელიც თიკომ შეიტანა ქართული ადვოკატურის განვითარების ისტორიაში, ჩვენთვის ის, პირველ რიგში, საუკეთესო მეგობარად და თბილი ადამიანად დარჩება. ადამიანად, ვინც საკუთარ მოვალეობად თვლიდა სხვების, როგორც ახლობელ - მეგობრების, ასევე უცხო ადამიანების დახმარებას. სწორედ ასეთად დაგვამახსოვრდა ჩვენი თიკო.
სამწუხაროდ, თიკოს არ დასცალდა საკუთარი მიზნების ბოლომდე განხორციელება, მაგრამ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მტკიცედ განაგრძობს სვლას და განვითარებას იმ იდეალებით, რომლებისაც თიკოს სჯეროდა და ემსახურებოდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი