17 ივლისს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა ბელარუსის ადვოკატთა ეროვნული კოლეგიის თავმჯდომარეს ვიქტორ ჩაიციცს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე შეთანხმდნენ. თავმჯდომარემ სტუმრებს ასოციაციის ეთიკის კომისიის და სასწავლო ცენტრის ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები გააცნო და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, ბელარუსის ადვოკატთა ეროვნული კოლეგიის თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმატებები უსურვა პროფესიის განვითარებისა და გაძლიერებისათვის განხორციელებულ საქმიანობაში.