27 დეკემბერს 13:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ვუმასპინძლებთ ამ საოცარი ნამუშევრების ავტორებს. ბავშვებს, რომლებმაც იმუშავეს და თვითონ თავისი ხელებით შექმნეს საახალწლო ზღაპარი. გამოფენაზე ვეპატიჟებით ადვოკატებს და მათ შვილებს, რათა გავალამაზოთ ადვოკატების, მათი შვილების და ამ ბავშვების საახალწლო განწყობა. კულმინაცია კი ის არის, რომ გაყიდული საშობაო საჩუქრებიდან შემოსული თანხით, ძეგვის ბავშვთა სახლის ბინადრებს საახალწლო სურვილების ახდენაში დავეხმარებით. გაიღე შენი წილი სიკეთე!!!