საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში ასოციაციის წევრებისთვის აცხადებს კონკურსს
კონკურსში გამარჯვებულ ადვოკატს შესაძლებლობა ეძლევა გერმანიაში გაიაროს ერთთვიანი პროფესიული სტაჟირება ბიზნეს სამართლის მიმართულებით. სტაჟირების პარალელურად, შერრჩეული აპლიკანტი დაესწრება ათ დღიან სემინარს ბიზნეს სამართალში.
სტაჟირება დაიწყება 24 აპრილს და დასრულდება 1 ივნისს;
სავალდებულო მოთხოვნები:
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
** გერმანული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ადვოკატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს;
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ქონდეს ტრენინგები/კურსები);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV (ქართულ და გერმანულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ადვოკატის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
** ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 20 ნოემბერი 18:00 საათამდე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი ელ. მისამართზე: t.imnaishvili@gba.ge სათაურის ველში მიუთითეთ ,,სტაჟირება გერმანიაში“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!