განცხადება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით!

23 მაისი 2014

ს.ს.ი.პ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” სარევიზიო კომისიის 2014 წლის 14 მაისის დადგენილების საფუძველზე, ს.ს.ი.პ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” 2013 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური აუდიტორული შემოწმების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ვადა გაგრძელდა მ/წ 29 მაისის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პირობების შესახებ განაცხადი (მათ შორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მითითებით, კომპანიის საქმიანობის მოკლე მიმოხილვით) და საკუთარი წინადადებების პაკეტი აუდიტორული მომსახურების შესახებ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 595 309 749 / ელ-ფოსტაზე: ინფო@გბა.გე.

აუდირებისთვის განსაზღვრულია შემდეგი სარევიზიო მიზნები:

1. ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;

2. ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ადექვატურობის ანალიზი და შეფასება;

3. ასოციაციის საქმიანობის ამსახველი სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტაციის (სტრატეგია, საოპერაციო გეგმა, ბიუჯეტი, პროცედურები და ინსტრუქციები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, ანგარიშები, ორგანიზაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტები, გარიგებები და სხვა დოკუმენტები) შემოწმება, მათი არსებობის, მიზნობრიობისა და არსებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

4. ფინანსური და მმართველობითი ანგარიშის განხილვა და შემოწმება;

5. ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;

6. ორგანიზაციის აქტივების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;

7. ანგარიშგების პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;

8. ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რევიზია და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნების წარმოდგენა.

განაცხადების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით.

მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #36.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი