განცხადება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით!

5 მაისი 2014

განცხადება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით! 

 ს.ს.ი.პ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” სარევიზიო კომისიის 2014 წლის 27 აპრილის დადგენილების საფუძველზე ს.ს.ი.პ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” 2013 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური აუდიტორული შემოწმების მიზნით აცხადებს კონკურსს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პირობების შესახებ განაცხადი (მათ შორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მითითებით, კომპანიის საქმიანობის მოკლე მიმოხილვით) და საკუთარი წინადადებების პაკეტი აუდიტორული მომსახურების შესახებ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 595 309 749 / ელ-ფოსტაზე:  info@gba.ge 

 

აუდირებისთვის განსაზღვრულია შემდეგი სარევიზიო  მიზნები: 

1. ასოციაციის პოტენციური  საოპერაციო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;

2. ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ადექვატურობის ანალიზი და შეფასება; 

3.  ასოციაციის საქმიანობის ამსახველი სხვადასხვა  ფინანსური დოკუმენტაციის (სტრატეგია, საოპერაციო გეგმა, ბიუჯეტი, პროცედურები და ინსტრუქციები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, ანგარიშები, ორგანიზაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტები, გარიგებები და სხვა დოკუმენტები) შემოწმება, მათი არსებობის, მიზნობრიობისა და არსებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

4. ფინანსური და მმართველობითი ანგარიშის განხილვა და შემოწმება; 

5. ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; 

6. ორგანიზაციის აქტივების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი; 

7. ანგარიშგების პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა; 

8. ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რევიზია და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნების წარმოდგენა. 

განაცხადების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით. 

მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #36.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი