განცხადება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით

4 სექტემბერი 2018

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გაჩნდა გვერდები, რომელიც 
მომხმარებლებს სთავაზობს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს.

გაცნობებთ, რომ მსგავსი კურსები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ არც ორგანიზებული და არც მხარდაჭერილი არ არის. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას  ზემოხსენებული კურსების ხარისხსა და სანდოობაზე. 

აქვე გატყობინებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო საგამოცდო ტესტები წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას, სრულად კონფიდენციალურია, სათანადოდაა დაცული და მასზე წვდომა არ აქვს არცეთ ტრეინინგ თუ საკონსულტაციო ცენტრს. 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადების ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩვენი ორგანიზებით ხორციელდება არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ დაგეგმილი კურსები, რის შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი