საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2016 წლის 10-11 დეკემბერს, თბილისში გაიმართებაგანგრძობადი იურიდიული განათლების მეხუთე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებიდან წარმოშობილი დავების განხილვა საქართველოს სასამართლოებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა;
- ქართული კონკურენციის სამართლის აქტუალური პრობლემები;
- შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები;
- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
- ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში;
- მტკიცების პროცესის პრობლემური საკითხები;
- საგადახდო სამართლის აქტუალური პრობლემები;
- საკორპორაციო სამართლის ატუალური პრობლემები და სხვა.
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 150 ლარს.
მონაწილეობის წინაპირობები:
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა
და კონფერენციის საფასურის გადახდის საფუძველზე.
ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბერი (23:00 საათამდე).
მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2016 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.
N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კონფერენციაზე დასწრება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: შპს „თავისუფალი უნივერსიტეტი“
ს/კ: 211359448
მიმღების ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“
ა/ა: GE16BG0000000353107100
კოდი: BAGAGE22
დანიშნულება: გიგ კონფერენციაში მონაწილეობის საფასური.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო გელაშვილი
ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი
ტელეფონი: +995 595 058 506
ელ-ფოსტა: n.gelashvili@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.nccl.ge http://facebook.com/nccl.freeuni