14-15 ივლისს ქ. ბათუმში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით ბენჩ-ბარის (მრგვალი მაგიდის) ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა სპეციალისტმა, ლეო სიბელმა და იუსტიციის სკოლის დირექტორმა, ლაშა მაღრაძემ გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები მუდმივად იმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით. მოსაზრებათა გაზიარება, პრობლემატური საკითხების სხვადასხვა რაკურსიდან წარმოჩენა, სამართალწარმოების მონაწილე პირთა შეხედულებების გამოვლენა და შედეგად - პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების განსაზღვრა, სამართალწარმოების ეფექტიანად წარმართვის სტრატეგიების განხილვა ორიენტირებულია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების გაუმჯობესებაზე.