ბაქოს საერთაშორისო კონფერენცია

16 ნოემბერი 2018

15 და 16 ნოემბერს, ბაქოში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადვოკატების როლსა და დამოუკიდებლობის მნიშნელობას. კონფერენციაში განსაკუთრებული სტუმრების რანგში ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი.

 

დავით ასათიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და თვითრეგულირების მნიშვნელობაზე.

 

„მჯერა, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობა და პროფესიის თვითრეგულირება არის მართლმსაჯულების ეფექტიანი ადმინისტრირების ფუნდამენტი. ნამდვილი დამოუკიდებლობა და ძლიერი პროფესია კი ერთიანობით მიიღწევა. სწორედ პროფესიის ერთიანობა არის ის, რამაც ქართულ ადვოკატურას გადაატანინა და დააძლევინა პროფესიისთვის საკმაოდ მძიმე წლები და მისცა შემდგომი განვითარებისა და პროგრესის შესაძლებლობა“ - განაცხადა დავით ასათიანმა

 

კონფერენციაზე  მოხსენებით ასევე გამოვიდა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი და მონაწილეებს გაუზიარა ადვოკატის პროფესიაში შესვლის ქართული გამოცდილება და მიაწოდა ინფორმაცია პროფესიაში შესვლის სტანდარტის ზრდისკენ მიმართული იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რომელიც „ადვოკატთა შესახებ“ კანონში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა.

 

კონფერენციას ესწრებოდა 100-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი