2017 წლის 14 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მხარდაჭერით მოსამართლეებთან შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მოსამართლეებმა და ადვოკატებმა განიხილეს მოქმედი შრომის კოდექსი, არსებული სასამართლო პრაქტიკა და იმსჯელეს შემდგომ შესაძლო ცვლილებებზე შრომის კანონმდებლობაში.
მრგვალ მაგიდას ადვოკატების მხრიდან უძღვებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი.