ბათუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობა დაფუძნდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით ,,ბათუმის ოფისი მოემსახურება აჭარაში მოღვაწე 200–ზე მეტ ადვოკატს. რომელთაც საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ადვოკატთა ასოციაციის მიერ შექმნილი კომიტეტების და კომისიების საქმიანობაში. შეიქმნება ადვოკატის უფლებების დაცვის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის, სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების და კომერციული სამართლის კომიტეტები და კომისიები. ასევე, ფუნქციონირებას დაიწყებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით“.