ახალი რეგიონული ცენტრი ზუგდიდში

10 ოქტომბერი 2018

კოლეგებო, გაცნობებთ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს. ადვოკატთა ასოციაციის რეგიონულ ოფისებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისიც შეემატა ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე. მოხარული ვართ, რომ ასოციაციის განვითარების გეგმის კიდევ ერთი ნაწილი შესრულდა.

 

ახალი ინფრასტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ასოციაცია უფრო ხარისხიანად მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებს. ასევე, უფრო მეტად კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდება როგორც განგრძობადი იურიდიული განათლების აქტივობებში მონაწილეობა, ასევე ასოციაციის საკომიტეტო თუ სხვა საქმიანობაში ჩართულობა.

 

ზუგდიდის საოფისე ფართი ასოციაციას უვადო სარგებლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადასცა. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, ადვოკატის როლისა და მისი საქმიანობის მნიშვნელობის სწორად გააზრებისა და დაფასებისათვის.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა წევრს ამ სიახლეს, განსაკუთრებით კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებს

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი