ა/წ 05 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით იგეგმება მორიგი შემეცნებით-კულტურული ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროსაბჭოში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საქართველოს მასშტაბით. ვიზიტის ღირებულებაა 800 ევრო, რომელიც მოიცავს მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი. საკონტაქტო პირი მალხაზ ბეგიაშვილი: საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი 409. ტელ: 593 205180.
პროგრამა:
5 ივლისი
14:00 ქალაქ ბაზელში (შვეიცარია) ჩასვლა.
16:00 სასტუმროში დაბინავება (სტრასბურგი).
19:00 ქალაქში გასეირნება.
6 ივლისი
ქალაქ სტრასბურგის დათვალიერება.
7 ივლისი
9:30 ევროპის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან მისვლა.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზის დათვალიერება.
10:00 კონფერენცია ევროპული პოლიტიკის არქიტექტურაში ევროსაბჭოს როლზე.
12:00 პროგრამის დასასრული.
8 ივლისი
11:00 შეხვედრა ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოში.
13:00 პროგრამის დასასრული.
9 ივლისი
8:15 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესასვლელთან მისვლა.
9:00 სასამართლო პროცესის დაწყება.
10:30 სასამართლო პროცესის დამთავრება.
10 ივლისი
11:00 ქალაქ კელის (გერმანია) დათვალიერება.
11-12 ივლისი
ექსკურსიის მონაწილეთა სურვილის გათვალისწინებით ვიზიტის ორგანიზება საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის რომელიმე ქალაქში.
13 ივლისი
საქართველოში დაბრუნება.