19 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ლანჩავამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე პრეცედენტული სამართლის ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენების ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმთან მიმართებაში სასამართლოზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების თაობაზე იმსჯელეს.