ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ

12 ოქტომბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს ასოციაციის ოთხწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მას უძღვებიან საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ექსპერტები.

 

დოკუმენტების კვლევისა და სხვადასხვა დაინტერესებულ აქტორებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფების/ინტერვიუების საფუძველზე, შემუშავდა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის პირველადი ვერსია.

 

იმ მიზნით, რომ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ასოციაციის თითოეული წევრის მოსაზრება და რეკომენდაცია, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე (იხ. ქვემოთ). გთხოვთ, მიმდინარე წლის 18 ოქტომბრამდე მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები დოკუმენტის პირველად ვერსიაში ასახულ მიგნებებთან და გეგმებთან დაკავშირებით შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: info@gba.ge

 

ასოციაციის თითოეული წევრის მოსაზრება ძალზედ ღირებული და მნიშვნელოვანია.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

 

სტრატეგია (პირველადი ვერსია)

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი