ასოციაციის ადმინისტრაციის განცხადება

30 ოქტომბერი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული  სამართლის კომიტეტი აცხადებს საჯარო კონკურსს კომიტეტის შემადგენლობაში ადვოკატებისა და სხვა დაინტერესებული პირების შერჩევის მიზნით. კომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

ადმინისტრაციული  სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სპეციალიზაციით, ვისაც აქვს არანაკლებ 3–წლიანი პროფესიული პრაქტიკა და კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი ავტობიოგრაფიების (CV) საფუძველზე. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 11 ნოემბერი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები  (CV ან ავტობიოგრაფია) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონილ მისამართზე  info@gba.ge

ადმინისტრაციული  სამართლის კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი