ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ადვოკატთა შერჩევას
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,
სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის მისაღებად!
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე.
სერტიფიცირება: სპეციალიზებული კურსი დასრულდება ტესტირებით და მხოლოდ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემა სპეციალიზების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტრენერები: კურსს გაუძღვებიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, ადვოკატთა სწავლებისთვის, სპეციალურად გადამზადებული ტრენერები და ფსიქოლოგები.
სასწავლო მოდული: სპეციალიზებული კურსის სასწავლო მოდული მოიცავს, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური კომპონენტების, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებს
(იხილეთ კურსის სახელმძღვანელო მასალის კრებული)
სპეციალიზებული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებაზე სახელმძღვანელოდან ბარდება შემდეგი მასალა:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
- გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით (რიადის სახელმძღვანელო პრინციპები);
- გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (‘პეკინური წესები’);
- გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ.
-
სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის პირობები
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოტივაციო წერილი;
- კაზუსის ვრცელი–დასაბუთებული განხილვა (იხილეთ კაზუსი)
საბუთები (ქართულ ენაზე) უნდა გაიგზავნოს ელ. მისამართზე:
gbatrainingcenter@gmail.com
სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი ადვოკატის სიითი ნომერი და რომელ ქალაქში გნებავთ კურსის გავლა:
თბილისი, თელავი, გურჯაანი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი
საბუთების მიღება წარმოებს
2017 წლის, 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2 987878 / 558563354 / 577762077/ 555070786 / 555010605 / 555007708