ადვოკატთა ასოციაცია მოხარულია, რომ ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნ ანა არგანაშვილი არჩეულია იმ სამ კანდიდატს შორის, რომელსაც საქართველო წარადგენს „ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალდობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სტრასბურგში არსებულ საზედამხედველო ორგანოში - GREVIO.
საქართველომ მოცემული კონვენციის რატიფიკაცია სულ რამოდენიმე წლის წინ განახორციელა, ხოლო კანდიდატურას წარადგენს "პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო." წარდგენილი პირებიდან კანდიდატურას ევროპის საბჭო აირჩევს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს ქ-ნ ანას მიღწეულ წარმატებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის კანდიდატურას დარწმუნებულია რა, რომ იგი საქართველოს ინტერესებს ღირსეულად წარადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზემოხსენებული საზედამხედველო ორგანოს წარმატებულ საქმიანობაში.