ამერიკული სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე განსაკუთრებული პირობებით საქართველოში

7 დეკემბერი 2016

ამერიკული სამართლის სკოლა 

აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე განსაკუთრებული პირობებით

საქართველოში

 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა

აცხადებს მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 

ამერიკაში 100%-იანი და 75%-ანი სტიპენდიით 

 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის და იურიდიული კომპანია KMG-ის მიერ 

2017 წლისთვის

დაწესდა ერთი სრული და ორი ნაწილობრივი სტიპენდია 

 

 

ამერიკული სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას ბიზნეს სამართლის სასერთიფიკატო პროგრამაზე თბილისში, საქართველოში. სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული, ამერიკული სამართლის სკოლასა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს მაგისტრატურაზე ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში. 

 

ამერიკული სამართლის სკოლა კავკასიის რეგიონში დაფუძნდა 2012 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით და მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში ამერიკული სამართლის სწავლების და თანამედროვე იურიდიულ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

 

პროგრამა სრულად ფოკუსირებულია ბიზნეს სამართალზე და ფარავს სამართლის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს. ამერიკული სამართლის სკოლაში აკადემიური წელი იწყება 2017 წლის იანვარში და სრულდება 2017 წლის დეკემბერში. ორსემესტრიანი სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს ათ სავალდებულო საგანს რომელსაც უძღვებიან ჩიკაგო-კენტის მოწვეული პროფესორები. სწავლის პროცესი გულისხმობს 10-12 აკადემიური საათის განმავლობაში ინტენსიურ სწავლებას თვეში ორჯერ, მხოლოდ შაბათ-კვირას. სავალდებულო ათი საგანი ძირითადად ფოკუსირებულია ბიზნეს სამართალზე და მოიცავს სამართლის ისეთ თანამედროვე მიმართულებებს, როგორიცაა: Legal Writing, International Business Transactions, E-Commerce, Online Contracting, IP Asset Management, US Intellectual Property Law, Patent Law, Comparative Law, US Administrative Law, International Criminal Law and Introduction to American Legal Systems.

 

ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების თითოეული კომპონენტი - კურიკულუმი, სილაბუსი, სალექციო და საგამოცდო მასალა, ასევე გამოცდების შეფასება ხორციელდება მოწვეული ამერიკელი პროფესორების მიერ.  

 

თბილისში ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებული სწავლას აგრძელებს ჩიკაგოში მაგისტრატურაზე დაუყოვნებლივ ან სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სემესტრის განმავლობაში საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად. თბილისში ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების შედეგად დაგროვილ კრედიტებს სრულად აღიარებს და ცნობს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, რის საფუძველზეც სამაგისტრო სწავლების დასრულება ჩიკაგოში ხდება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა და სრულდება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში/LL.M in U.S., International and Transnational Law

 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთი სემესტრის დასრულების შემდგომ, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს მეორე სემესტრის განმავლობაშიც (არასავალდებულო კომპონენტი), თუმცა U.S., International and Transnational Law-ში მაგისტრის ხარისხის მისაღებად მეორე სემესტრი სავალდებულო არ არის და მისი მიღება, როგორც აღნიშნულია ზემოთ, ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის შესაძლებელია  ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ.

 

სამწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკაში სამაგისტრო სწავლების მეორე სემესტრის გავლით და admission to practice-ის მოპოვებით, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მეორე სემესტრის გაგრძელება და მაგისტრის ხარისხის მოპოვება შეუძლიათ არა მხოლოდ U.S., International and Transnational Law-ში, არამედ სამართლის ისეთ მაღალრეიტინგულ მიმართულებებში, როგორიცაა: 

1.      LL.M. in Trial Advocacy

2.      LL.M. in Intellectual Property Law 

3.      LL.M. in Financial Law 

 

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართვა შეუძლიათ: 

  • პრაქტიკოს იურისტებს, მოქმედ ადვოკატებს, სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტებს, ნოტარიუსებს და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ იურისტებს;  
  • ასევე, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სხვადასხვა სპეციალობებში, მაგრამ ამასთანავე ფლობენ სამართლის მაგისტრის ხარისხს და არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. 

 

დამატებითი შეღავათები: 

  1. ერთი სრული (100%-ნი) სტიპენდია ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე სწავლისთვის - ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა და იურიდიული კომპანია KMG ერთობლივად აწესებენ ერთ სრულ სასწავლო სტიპენდიას იმ სტუდენტისათვის რომელიც დაშვებულ იქნება ამერიკული სამართლის სკოლაში 2017 წელს და რომლის GPA ამერიკული სამართლის სკოლის დასრულების შემდგომ იქნება მინიმუმ 3.8. გამარჯვებული სტიპენდიანტის გამოვლენა მოხდება ჩიკაგო-კენტის დეკანის, ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებლის და იურიდიული კომპანია KMG-ის მიერ.
  2. ორი 50%-იანი სტიპენდია საქართველოში სასერთიფიკატო სწავლებისათვის - იურიდიული კომპანია KMG Georgia დააფინანსებს სწავლების საფასურის მეორე ნახევარს იმ ორი სტუდენტისათვის, რომელთა GPA ამერიკული სამართლის სკოლაში პირველი სემესტრის დასრულებისას იქნება 3.8 ან მეტი;
  3. გაცვლითი კომპონენტი დაფინანსებით - სასერთიფიკატო კურსის ფარგლებში ერთი საგნის გავლა შესაბამისი კრედიტის დაგროვებით ამერიკული სამართლის სკოლის ათენის პროგრამაში. იურიდიული კომპანია KMG Georgia დააფინანსებს იმ ორი სტუდენტის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ათენში, რომელთაGPA პირველი სემესტრის დასრულებისას იქნება 3.8 ან მეტი; 
  4. გაცვლითი კომპონენტი - ერთი საგნის გავლა შესაბამისი კრედიტის დაგროვებით ამერიკული სამართლის სკოლის ათენის პროგრამაში. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია ყველა სტუდენტს. სტუდენტის ფინანსური ტვირთია მხოლოდ მგზავრობისა და ათენში ცხოვრების ხარჯი. 
  5. კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგში მონაწილეობა 50%-იანი დაფინანსებით - ორი სტუდენტი, რომლის GPA პირველი სემესტრის დასრულებისას იქნება 3.8 ან მეტი, ისარგებლებს 50%-იანი დაფინანსებით კვალიფიკაციის ამაღლების სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამაში, რომელიც თბილისის სამართლის სკოლის / TLS-ის მიერ იქნება ორგანიზებული. 

 

ამერიკული სამართლის სკოლის სასერთიფიკატო პროგრამის უპირატესობები:

  • პროფესიული საქმიანობისაგან მოუწყვეტლად სასერთიფიკატო სწავლების გავლის შესაძლებლობა თბილისში;  
  • სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა უპირატესი დაშვება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე ერთსემესტრიანი სწავლებისათვის; 
  • სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდგომ ჩიკაგოში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება; 
  • სასერთიფიკატო სწავლების საფასურის ორ ან სამ ეტაპად დაფარვის შესაძლებლობა;  
  • სასერთიფიკატო სწავლების განმავლობაში ინგლისური ენის დახვეწის შესაძლებლობა, რაც ჩიკაგოში სამაგისტრო სწავლებისთვის სრულყოფილად მომზადების და ადაპტაციის ხელშემწყობი ფაქტორია;
  • სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდგომ ინგლისური ენის (TOEFL) გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლება (TOEFL Waiver) ჩიკაგოში მაგისტრატურაზე სწავლების გაგრძელებისათვის;
  • პროფესიული კავშირების გაფართოების შესაძლებლობა; 

 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობები:  

  • სამაგისტრო სწავლების საფასურის 75%-ის გადახდისაგან გათავისუფლება, რის შედეგადაც ჩიკაგოში სამაგისტრო სწავლების ღირებულება ორსემესტრიანი სასერთიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის შეადგენს 10 000 აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 აშშ დოლარისა; 
  • ჩიკაგო-კენტში სამაგისტრო სწავლების საფასურის რამდენიმე ნაწილად დაფარვის შესაძლებლობა;
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში, აშშ-ში სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა; 
  • ჩიკაგოში მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის გავლის შესაძლებლობა სტიპენდიით; 
  • პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა; 
  • მსოფლიოში საუკეთესო ადგილმდებაროება - ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა მდებარეობს ჩიკაგოს ცენტრში, მოწინავე იურიდიული ფირმების და სასამართლოს სისტემის გარემოცვაში. 
  • ამერიკაში მაგისტრატურაზე სწავლის განმავლობაში სტუდენტებისათვის on-campus მუშაობის შესაძლებლობა ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის სპეციალური ნებართვის გარეშე;  

 

სწავლის საფასური: 

  • ამერიკული სამართლის სკოლაში ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების საფასური შეადგენს 6 550 (ექვსიათას ხუთას ორმოცდაათ) აშშ დოლარს; 
  • ამერიკაში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლების საფასური შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარისა;
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მეორე სემესტრის სწავლების საფასური შეადგენს 7 250 დოლარს.  

 

წარსადგენი დოკუმენტაცია: 

სასერთიფიკატო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა 2016 წლის 15 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე; 
  • პასპორტისა ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი; 
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე; 
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • დიპლომის ელექტრონული ასლი/ასლები ან ცნობა სამართლის სკოლიდან ბაკალავრიატზე სწავლის შესახებ;
  • სამართლის ბაკალავრიატის ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე სამართლის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს მაღალი აკადემიური (GPA) მოსწრების დასადასტურებლად მოეთხოვებათ სასწავლო დაწესებულებიდან შესაბამისი ცნობის წარმოდგენა, რომელიც ასახავს მათ GPA-ის. 

 

დოკუმენტაცია იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admission@chicagokentlaw.ger.warner@chicagokentlaw.gem.meskhi@chicagokentlaw.ge,k.jeladze@chicagokentlaw.ge.

 

წარდგენილი დოკუმენტაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 MB-ის. დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დაელოდეთ ოფიციალურ დადასტურებას დოკუმენტაციის სრულად მიღების თაობაზე ან ტელეფონით დაუკავშირდით ადგილობრივ წარმომადგენლობას. 

 

საკომუნიკაციო ეტაპები და საკონკურსო თარიღები:  

  • დოკუმენტაციის წარდგენა: 2016 წლის 15 დეკემბრამდე
  • გასაუბრება შესარჩევი კომისიის წევრებთან: 2016 წლის დეკემბერი
  • შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის ჩარიცხვასთან დაკავშირებით: 2016 წლის დეკემბერი
  • ამერიკული სამართლის სკოლასა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების ხელმოწერა: 2016 წლის დეკემბერი-იანვარი

 

დასაქმების შესაძლებლობა:  

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის ორი სემესტრის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული შესაძლოა დაშვებულ იქნეს off-campus სამუშაოზე.სამუშაო ნებართვა გაიცემა ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ნებისმიერი სახის ანაზღაურებად სამსახურში მისაღებად. F1 ვიზის მქონე სტუდენტმა შეიძლება მიმართოს 12-თვიან დამატებითი პრაქტიკულ საქმიანობას (OPT), რომელიც დაიწყება ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდგომ და რომლის განმავლობაშიც  F1ვიზის მქონე იმ სტუდენტს, რომლის სწავლის ხანგრძლივობა იყო 9 თვე ან მეტი, ამერიკის შესაბამისი სამსახურის მიერ (the United States Citizenship and Immigration Services (USCIS) უფლება ეძლევა იმუშაოს ერთი წლის განმავლობაში ასევე.

 

ადვოკატურის გამოცდა:  

ადვოკატურის გამოცდის (BAR exam) ჩაბარების შესაძლებლობა ამერიკის სხვადასხვა შტატში. ქვეყნის მასშტაბით ადვოკატურის გამოცდები ტარდება თებერვალში და ივლისში. მოთხოვნები ადვოკატურის გამოცდაზე დაშვებისთვის სხვადასხვა შტატებისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს, ამიტომაც გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეამოწმონ შესაბმისი შტატის ადვოკატურის დაშვებაზე დადგენილი კრიტერიუმები. განახლებული ინფორმაციის მოსაძიებლად უნდა ეწვიოთ http://www.ncbex.org/

 

უნივერსიტეტი:

საინფორმაციო-სარეიტინგო სააგენტომ US News & World Reports-მა 2016-2017 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებაში - Trial Advocacy the 3rd place მიაკუთვნა. ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის შემდეგ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ამერიკული სამართლის სკოლა კავკასიის რეგიონში: www.chicagokentlaw.ge

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა: www.kentlaw.iit.edu

თანამშრომლობა ამერიკული სამართლის სკოლასთან:

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი