ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA ROLI) ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გამართა

3 ივნისი 2014

სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ივერია“ ,,ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“ ახალი პროგრამის ,, ABA ROLI ონლაინ სწავლების პლატფორმის“ პრეზენტაცია გაიმართა.
`ABA ROLI ონლაინ სწავლების პლატფორმა სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის არის განკუთვნილი.

`ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივამ (ABA ROLI) 1996 წელს, დაიწყო კანონის უზენაესობის, ხოლო 1999 წელიდან დამატებით – სისხლის სამართლის პროგრამების განხორციელება საქართველოში. ABA ROLI-მ თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ინოვაციური პროექტი შესთავაზა საქართველოს იურიდიულ საზოგადოებას.

2010 წლის 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელმაც შექმნა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემა, შემოიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაცვის მხარის მიერ კლიენტის ინტერესების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ABA ROLI-მ დაიწყო ტრენინგების კურსი სისხლის სამართლის და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებისათვის, რაც მიზნად ისახავადა, მათთვის ახალი სისხლის სამართლის სისტემის გაცნობას, ადვოკატების ადაპტაციას ახალ სამართლებრივ სივრცეში და პროკურორებისა და ადვოკატებისთვის საერთო სამართლებრივი ცოდნის გაზიარებას.

ამჟამად, ABA ROLI, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, ტრენინგების ჩატარების მეშვეობით, სისხლის სამართლის სფეროს სხვადასხვა თემაზე.

სხვა მიმდინარე პროგრამების პარალელურად, ABA ROLI-მ შექმნა განგრძობადი იურიდიული განათლების პირველი ინტერნეტ პროგრამა - ონლაინ სწავლების პლატფორმა (OLP) და შეიმუშავა არასტანდარტული ტიპის ტრენინგების მოდული (Skype, DVD), რომელიც განკუთვნილია ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრებისათვის.

რა არის ონლაინ სწავლების პლატფორმა (OLP) ?
‘ონლაინ სწავლების პრალტფორმა (OLP)‘ არის ინოვაციური სასწავლო მოდელი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარებით. ‘ონლაინ სწავლების პლატფორმა’ მოიცავს ABA ROLI-ს ვიდეო ტრენინგებს, დამხმარე სასწავლო მასალას, სახელმძღვანელოებს და შესაბამის კანონმდებლობას.

OLP უზრუნველყოფს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატების ცოდნის შემოწმებას წინასწარი და დასკვნითი ტესტების მეშვეობით, რაც იძლევა საშუალებას სათანადოდ შეფასდეს ადვოკატების მიერ მიღებული ცოდნა, OLP-ს სასწავლო კურსების ბაზაში არსებული, თითოეული თემის შესწავლის შედეგად. OLP-ს მეშვეობით, ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები შეძლებენ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მოიპოვონ სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლებისათვის აუცილებელი კრედიტები.

როგორ გამოვიყენოთ ონლაინ სწავლების პლატფორმა (OLP) ?

-   აკრიფეთ  olp.abarol.ge;

-   დარეგისტრირდით ონლაინ სწავლების პლატფორმის წევრად (გაიარეთ ავტორიზაცია);

-   შედით სისტემაში;

-   აირჩიეთ სასურველი კურსი;

-   გაიარეთ წინასწარი ტესტირება;

-   უყურეთ ვიდეო-ტრენინგს;

-   იხილეთ დამატებითი მასალა–სახელმძღვანელოები, შესაბამისი საკანონმდებლო აქტები;

-   გაიარეთ დასკვნითი ტესტი.

 

გაითვალისწინეთ, რომ `ონლაინ სწავლების პლატფორმის (OLP) მომხმარებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის მქონე მოქმედი წევრი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი