ადმინისტრაციულ სამართალში ტრენერები მომზადნენ

30 ივლისი 2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაასრულა ადმინისტრაციულ სამართალში ტრენერების მომზადების პროცესი. მომზადების პროცესი მოიცავდა მომავალი ტრენერებისთვის ადმინისტრაციულ სამართალში ქართველი ექსპერტების მხრიდან თეორიულ მომზადებას და გერმანელი ექსპერტის ჩართულობით ტრენერის უნარების სწავლებას.

ტრენერთა მომზადების ბოლო ეტაპი 2017 წლის 25-30 ივლისს გაიმართა ქ.ბათუმში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის GIZ-ს აღნიშნული მნიშვნელოვანი პროცესის მხარდაჭერისთვის, რის შედეგად 2018 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეეძლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფორმატში,ადმინისტრაციულ სამართალში, სასწავლო კურსებში მიიღონ მონაწილეობა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ტრენერებს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ქალბატონ მაია ვაჩაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და გერმანიის სამოხელეო აკადემიის დირექტორს გერმანელ ექსპერტს ბატოტ ჰანს ჰაინრიხ რიგერს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ადმინისტრაციულ სამართალში მომზადებულ ტრენერებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი