ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის ღია სხდომა

26 სექტემბერი 2018

გიწვევთ ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის ღია სხდომაზე, რომელზეც გაიმართება დისკუსია  კანონის დარღვევით გამოცემულ იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც გამოცემულია თბილისის მერიის სამსახურების, თბილისის საკრებულოს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

 

დისკუსია გაიმართება მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს 18:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში (ზუბალაშვილების ქუჩა N36)

 

დაინტერესებულ ადვოკატებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ  დისკუსიაში  და მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს წარმოებაში არსებულ კანონის დარღვევით გამოცემული აქტების თაობაზე. სასურველია ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები წარმოადგინოთ მატერიალური სახით.

 

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველი ადვოკატები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ელ-ფოსტაზე: k.tvalavadze@gba.ge  ან info@gba.ge.

 

პატივისცემით,

ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი