26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საფინალო ტურნირი გაიმართა, რომელიც ადვოკატ ზაზა შველიძის საფეხბურთო გუნდმა მოიგო. ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა იყო გუნდის დირიჟორი გიგი მუმლაძე, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გიორგი სვანიძემ ერთმანეთზე ლამაზი რვა ბურთი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო. მიუხედავად დამარცხებისა, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი როინ მიგრიაურმა დაიმსახურა, რომლის ფინტებმა არაერთი აპლოდისმენტები დაიმსახურა. საუკეთესო მეკარე გახდა მიხეილ ელიკაშვილი, რომელმაც თავი აკრობატული ნახტომებით დაგვამახსოვრა.
ტურნირის ორი მთავრი ფავორიტი მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ფორცა“ და იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდი რომლებსაც ორჯერ ჰქონდათ მოგებული ჩემპიონატი უშანსოდ დამარცხდნენ. ბოლო სამი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა მირიან ცუცქირიძემ პირველ თამაშში ტრავმა მიიღო და ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. საბოლოოდ, მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ ფორცა“ მესამე ადგილს დასჯერდა.
ტურნირზე , იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მოკლე სათადარიგო სკამის გამო ძალები შემოელია და მეორე ადგილი დაიკავა.
ადვოკატ ზაზა შველიძის საფეხბურთო გუნდი პირველად მონაწილეობდა საფეხბურთო ტურნირში, რაც მის წარმატებას უფრო შთამბეჭდავს ხდის.
ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს ადვოკატ ზაზა შველიძის საფეხბურთო გუნდს წარამატებას და უსურვებს შემდგომ გამარჯვებებს.
ტურნირის მსაჯი და ორგანიზატორი ზაზა ხატიაშვილი