ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

7 მარტი 2017

03 მარტს სასტუმროში ,,ბილტმორი“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პარლამენტის, იუსტიციის საბჭოს, იუსტიციიის სამინისტროს წარმომადგენლების და ადვოკატების მონაწილეობით პარლამენტში ინიცირებლი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

 

შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე ბესელიამ გახსნეს.

 

ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის დავით ასათიანის პრეზენტაცია შეეხო: კონსტიტუციის 42-ე მუხლის ჩანაწერის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც: ,,ყველა პირს აქვს უფლება  დაიცვას საკუთარი უფლებები და თავისუფლებები პირადად ან/და ადვოკატის მეშვეობით, ხოლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე“. ადვოკატების მოსაზრებით, მოქალაქეთა დაცვისა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული დემოკრატიის არსებობისათვის.  ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სურვილია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდეს ტერმინი - „ადვოკატი“.  

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრეთვე, გამოდის ინიციატივით, რომ ადვოკატთა უფლებები კონსტიტუციის დონეზე იყოს დაცული, აღნიშნული კი განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი 91მუხლის დამატებით, სადაც დაფიქსირდება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების და სხვა არასათანადო ჩარევის გარეშე.

 

ასევე, ინიცირებულ იქნა ცვლილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებში, რომლის საფიძველზედაც 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მხარის წარმომადგენლობის უფლება ექნება მხოლოდ ადვოკატს.

 

 შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ადვოკატთა შესახებ კანონში ეთიკის ნორმების  და ადვოკატის გამოცდის/განათლების ნორმების ცვლილებების შესახებ.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (EWMI/PROLoG)პროგრამის მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი