აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ახალი დიზაინი დამტკიცდა.
აღნიშნული მოწმობის დიზაინი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ამჟამად არსებული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებლი მოწმობის მოქმედება ძალაში რჩება 2020 წლის 1-ელ იანვრამდე.
მოწმობის ახალი დიზაინი შეიცავს ყველა მნიშვნელოვან ატრიბუტს, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოწმობაზე დატანილია ადვოკატის ვიწრო სპეციალიზაცია (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება) და პირადი ნომერი.
ადვოკატის მოწმობის მოქმედი და ახალი დიზაინების სანახავად იხილეთ ფოტო.